LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის აეროპორტი მგზავრებს „პერსონალურ სასაზღვრო კონტროლს“ შესთავაზებს

22

ამსტერდამის აეროპორტი მგზავრებს „პერსონალურ სასაზღვრო კონტროლს“ შესთავაზებს. აეროპორტში კონტროლის გავლა რომ დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ალბათ ამას ყველა მოგზაური დაეთანხმება. როგორც მგზავრთა უმრავლესობა აღიარებს, სტრესს არა თავად კონტროლის პროცესი, არამედ უზარმაზარ რიგში დგომა იწვევს ხოლმე, ამსტერდამის აეროპორტმაც ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა.

სხიპჰოლის ადმინისტრაცია მგზავრებს „შეხვედრის დათქმას“ სთავაზობს, რაც კონტროლის გავლას ბევრად დააჩქარებს, რიგებს კი მაქსიმალურად შეამცირებს. პერსონალური კონტროლის დანიშვნა მსურველებს გაფრენის წინ, სახლიდანვე შეეძლებათ და აეროპორტში მისულებს რიგში დგომაც აღარ მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები