LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის აეროპორტის თანამშრომელმა დაზიანებული ლაინერი წებოვანი ლენტით შეაკეთა

42

ამსტერდამის აეროპორტის თანამშრომელმა დაზიანებული ლაინერი წებოვანი ლენტით შეაკეთა. შემთხვევა სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა და ის ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ ავიაკომპანია Easyjet-ის ლაინერი ბერლინში გასაფრენად ემზადება და ერთ-ერთი ინჟინერი გარკვეულ დაზიანებას წებოვანი ლენტით ასწორებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ დროს ჩასხდომა უკვე დასრულებული იყო და ეს პროცესი ყველა მგზავრმა დაინახა. ბუნებრივია, ბევრ ადამიანს ლაინერის უსაფრთხოებაში ეჭვიც შეეპარა, თუმცა პილოტმა ისინი დაამშვიდა და აუხსნა რომ ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით კეთდებოდა, ამიტომ მათ არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდათ.

https://www.youtube.com/watch?v=_Flw2l-bSuc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები