LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის აეროპორტში სულ მალე ჭკვიანი სტიკერები გამოჩნდება

56

ამსტერდამის აეროპორტში სულ მალე ჭკვიანი სტიკერები გამოჩნდება. ამიერიდან, ჰოლანდიაში ჩასული სტუმრები საკუთარ ტურისტულ გიდს მიიღებენ და ის ბარგის სტიკერი იქნება.

საინტერესო იდეის ავტორი ავიაკომპანია KLM გახდა და „ჭკვიანი“ სიახლის მიზანი ისაა, რომ ამსტერდამის ქუჩებში გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდეს. Care Tag-ს თავის მფლობელთან კონტაქტი შეეძლება. GPS სისტემითა და მიკროფონით აღჭურვილი გაჯეტი ტურისტს ადგილმდებარეობის მიხედვით კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევებს მისცემს. მაგალითად, თუ სად შეიძლება ველოსიპედის დაქირავება, იაფად ჭამა, ხელოვნების შედევრების ნახვა თუ სად არიან ყველაზე მეტი ჯიბის ქურდები და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები