LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის ცენტრალურ ქუჩებში Airbnb აიკრძალება

73

ამსტერდამის ცენტრალურ ქუჩებში Airbnb აიკრძალება. ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას სახლების ონლაინ სერვისით გაქირავება აუკრძალოს. სიახლე შეეხება ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქუჩებს, მათ შორის – წითელი ფარნების ქუჩას და იორდანის რაიონს.

რაც შეეხება ამსტერდამის დანარჩენ ქუჩებს, იქაურებს სახლის გაქირავება შეზღუდული ვადით, წელიწადში მხოლოდ 30 დღე შეეძლებათ. ამ ყველაფერს კი სპეციალური სისტემით გააკონტროლებენ და საცხოვრებლის გაქირავების ყველა მსურველს რეგისტრაციის გავლა მოუწევს.

ამსტერდამი, ისევე როგორც ბევრი სხვა ევროპული ქალაქი ტურისტების შემოტევას ვერ აუდის და მუდმივად მზარდი ხალხის მასები ადგილობრივებს დიდ დისკომფორტს უქმნიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები