ამსტერდამში 20 ივლისიდან 11 წლამდე ბავშვები ავტობუსით, ტრამვაით და მეტროთი უფასოდ ივლიან. ამ გზით მერიას სურს, რომ პატარებს არაეკოლოგიური ტრანსპორტზე უარის თქმის მეტი მოტივაცია მისცეს, პირველ რიგში კი საუბარი, რა თქმა უნდა, ავტომობილზეა. ამის შესახებ Amsterdam.nl წერს.
უფასოდ მგზავრობას ბავშვები მხოლოდ ზრდასრულის თანხლებით შეძლებენ, თუმცა ზრდასრულს ბილეთის შეძენა მოუწევს.
აქცია 2025 წლის 5 იანვრამდე ანუ საშობაო არდადეგების დასრულებამდე იმოქმედებს.
გასულ წელს ამსტერდამში ბავშვებისთვის უფასო მგზავრობა უკვე შემოიღეს და ასეთი შესაძლებლობით 17 ათასმა მოსწავლემ ისარგებლა. მთლიანობაში მათ მთელი ქალაქის გარშემო მილიონზე მეტჯერ იმგზავრეს. მერიამ ექსპერიმენტი წარმატებულად ჩათვალა და ამიტომ მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა.
ევროპაში სხვადასხვა გზებს მიმართავენ, რათა მოზარდებს კერძო ავტომობილსა და არაეკოლოგიურ საწვავზე მომავალში უარი ათქმევინონ. მაგალითად, ბულგარეთში უფასოდ მგზავრობა 14 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ.