ამსტერდამში გახსნეს უფასო სუპერმარკეტი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისაა გათვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ Yahoo.com ავრცელებს.
მაღაზიის შემქმნელის თქმით, მათ გადაწყვიტეს პროდუქტების ტრადიციული შეკვრების დარიგებისგან თავი შეეკავებინათ, რათა ეჩვენებინათ გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომ ყველა შანსი აქვთ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ამიტომ, მაღაზიის დახლებზე ვიზიტორებს ყველა იმ ნივთის პოვნა შეუძლიათ, რომელიც ჩვეულებრივ სუპერმარკეტშია: იქნება ეს პასტა, კონსერვები, ბავშვის საფენები თუ ველოსიპედის საკეტები.
მაღაზიაში მისვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს და არანაირი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო. ერთადერთი პირობაა ის, რომ მაღაზიის მომხმარებლები უნდა დაესწრონ კურსებს, რომელიც მათ პიროვნულ ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
ამ დროისთვის სუპერმარკეტის მეურვეობის ქვეშ 80 ოჯახია.