LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები 9%-ით შემცირდა

87

ამსტერდამი ზედმეტ გაჩერებებს იშორებს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჰოლანდიურ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები 9%-ით შემცირდა. ასეთი გადაწყვეტილება საქალაქო ტრანსპორტის კომპანიამ მარშრუტის გაუმჯობესებისთვის მიიღო და მგზავრების მიერ გზაში დახარჯული დროც შეამცირა. სატრანსპორტო ბარათების დახმარებით კომპანიამ ყველაზე პოპულარული გაჩერებები გამოავლინა, ხოლო ის გაჩერებები კი რომლებსაც დიდად არ იყენებდნენ – საერთოდ გააქრო. პარალელურად ქალაქში ახალი მარშრუტები და ახალი გაჩერებებიც გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მომავალში ამსტერდამის სატრანსპორტო ქსელი ისეთი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ადგილობრივის  სახლიდან გაჩერებამდე დაშორება 400 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები