LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში შესაძლოა ბუხრები აკრძალონ

127
Depositphotos_196991444_L

ამსტერდამში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ შეშის ბუხრები აკრძალონ. ამ გზით მთავრობას მოქალაქეების მავნე ბოლისგან დაცვა სურს, წერს NL Times-ი.

მერიის ინფორმაციით, ამსტერდამის ჰაერში მავნე ნივთიერებების 20%-ზე მეტი სწორედ შეშის წვას უკავშირდება. ეს კი ბუხარს საწარმოების შემდეგ საშიშთა რეიტინგში მეორე ადგილს ანიჭებს.

საინტერესოა, რომ ნიდერლანდებში, მათ შორის ამსტერდამში, მილიონამდე ბუხარი ფუნქციონირებს. ამსტერდამელთა 40% ბუხარს წელიწადში ერთხელ მაინც ანთებს.

სპეციალისტთა ინფორმაციით, ხის დაწვა 2 საათის განმავლობაში იმდენივე მავნე ნაწილაკს გამოყოფს, რამდენსაც ავტომობილი ნიდერლანდების დედაქალაქიდან მილანამდე გზაში. ამ ნაწილაკებს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება და სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ.

ამჟამად ქალაქის მერია ამ საკითხს ადგილობრივებთან განიხილავს. მოიაზრებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს: ფილტრების დაყენებას, რომელთაც მავნე ნაწილაკების 80%-ის შეკავება შეუძლიათ, ზოგადად ბუხრების დემონტაჟს და 2027 წლიდან მათ სრულ აკრძალვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები