LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში სწავლის გრაფიკს შეცვლიან, რათა სტუდენტებმა სახლებში დაბრუნება საცობების გარეშე შეძლონ

127
thumb_1024x663_largest-skate-park-in-the-netherlands

ამსტერდამის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი სწავლის დროს ისე განსაზღვრავს, რომ სტუდენტებს სახლებში დაბრუნება პიკი საათის დროს არ მოუხდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

გეგმის მიხედვით, ახალგაზრდები უნივერსიტეტებში დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს მივლენ და წავლენ. ამიტომ გზებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობა შემცირდება.

გზების განსატვირთად, სასწავლებლების სიახლოვეს ტრამვაის ახალ ხაზებს დაამატებენ, ასევე მოაწყობენ ველობილიკებს და ხიდებს.
სასწავლო დაწესებულებები ჯერჯერობით არ არის გახსნილი, თუმცა წინასწარი შეფასებით მათ ათასობით სტუდენტის მიღება შეეძლებათ.

თუკი ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, თავის ცხრილს ნიდერლანდების სხვა უნივერსიტეტებიც გადახედავენ.

გზებზე საცობებს სხვა ევროპული ქვეყნებიც ებრძვიან. მაგალითად, ფრანგულ ქალაქ ლილში ავტომფლობელებს 2-დან 80 ევრომდე ფულს გადაუხდიან, თუკი პიკი საათის დროს ისინი ავტომობილით არ იმოძრავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები