LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე – „8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“

138
ანა დოლიძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც „არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“.

როგორც შეხვედრის შემდეგ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია და ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება.

სალომე ზურაბიშვილი – „კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან“

„ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული“

„მთავარი იყო მზაობა. ევროკავშირის სხვადასხვა ფრაქციიდან და სხვადასხვა კომიტეტიდან არიან, მაგრამ ერთნაირი მზაობაა, რომ გადადგმული იყოს ნაბიჯები, რათა ეს არჩევნები არ იყოს აღიარებული. საუბარი არც დაგვჭირდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, პირდაპირ ითქვა: სხვადასხვა ტიპის სანქციები; სანქციების ჩამოსვლა ქვედა დონეზე, იმ ხალხზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, [საუბარი იყო] სხვადასხვა ტიპის ზომაზე, რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის ნება.

წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია – ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება“,- განაცხადა დოლიძემ.

მიხაილ როთი: „სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს – თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს“

რაც შეეხება იმას, როდისაა მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, დოლიძე ამბობს, რომ „შიდა ბიუროკრატიული სამუშაო დარჩა, რომელიც ევროკავშირში უნდა გატარდეს“.

„სულ ორი მომხრე ჰყავთ ამათ [„ქართულ ოცნებას“], ვისაც ხელს ართმევენ. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და ახლა დარჩა სამუშაო შიდა არჩევის, რა დროს როგორი მიდგომა ჯობია“, – განაცხადა დოლიძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ სალომე ზურაბიშვილს , მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

„შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება…“ – შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

გურამ მაჭარაშვილი: „ხუმრობით თუ გეტყვით, ის ჩვენი საჩუქარია, რადგან რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და იდეოლოგია. ვამბობდით, რომ ლგბტ დროშა და როთი ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g