სამოქალაქო აქტივისტი, ტელეწამყვანი, ანა სუბელიანი წერს სტატუსს იმ ძალადობის თაობაზე, რომელიც შვილის თვალწინ გადახდა. როგორც ის წერს, ამგვარი ძალადობა საზოგადოების მხრიდან არა მხოლოდ მისი მისამართით, დღემდე გრძელდება.
ანა სუბელიანი:
„აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, უკვე მგონი მივეჩვიე კიდეც ეგეთ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინა ბინა სადაც მქონდა ნაქირავები, უბანში რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი, გაჭრილი გინებით, ყვირილით, მოახლოვებით და “პიდარასტების დამცველოს” ძახილით. კონფლიქტის დაწყების საბაბი ის იყო, რო ძაღლს სტადიონზე ვარბენინებდი, მაგრამ ცხადია ეს საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი და წამოსროლილმა ფრაზებმა, და “ეს ხო იცანი” გადალაპარაკებებმა ამაში დამარწმუნა.
ყველაზე მძიმე ისაა, რომ ბავშვის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ კაციშვილი არაა, ვინც მხარს დაგიჭერს, სიტყვას შეგაწევს. ვინც სწორად აფასებს სიტუაციას, ისიც კი ისეთი შეშინებულია, რომ ყველაზე დიდი, მეორე დღეს მოვიდეს და გითხრას, ნწ ნწ ნწ, ეს რა დღეში ჩაგაგდეს, გიჟები არიან ეგენიო. კიდევ უფრო სევდიანია ისიც, რომ პოლიცია არც გამომიძახებია. სამწუხაროდ, ვისწავლე, რომ თუ მაინცდამაინც თავი არ გამიხეთქეს, ისე უბრალოდ გაწვალებენ, საათობით გაწელავენ ერთი ოქმის დაწერას, ნერვებს დაგაგლიჯავენ, გამოგიშვენებ და არაფერი არ მოხდება მაინც.
საბოლოოდ, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, მე და დადა კი ფსიქოლოგის დახმარებით ვცდილობთ ტრავმების მოშუშებას.
ახლა ჩემს მეგობრებს გადახდათ ამაზე ბევრად მძიმე, ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა, მთელი სამეზობლო შეკრული და ამხედრებული მათ წინააღმდეგ. დანის ტრიალი და სიცოცხლის მოსპობის მუქარები. და კვლავ არავის აღელვებს ბავშვი.
ვახო სანაიას ამბავიც მახსენდება, პატარა სანის თვალწინ რეები იკადრეს ნაძირალებმა.
ჰოდა, არ ვიცი რა არის ჩვენი საშველი მართლა. სახლში არავის უვარდებიანო და კი, სახლშიც გვივარდებიან, ბავშვებსაც არ ინდობენ, არაფერი წმინდა მართლა არ გააჩნიათ ამ ნაძირალებს და ხელისუფლებაც კარგად იკვებება იმ ძალადობით, რომელიც ისედაც არის ჩვენს დამპალ საზოგადოებაში. იკვებება და დღითიდღე აძლიერებს მას“.