LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა: „არ გამოვრიცხაც, რომ იყოს სერიალის ძალიან მაგარი ბოლო სეზონი…“

266
ანი ტყებუჩავა

მსახიობი ანა ტყებუჩავა ჟურნალ „სარკესთან“„ჩემი ცოლის დაქალებზე“ დასმულ კითხვას პასუხობს:

„სერიალი დაპაუზებულია, რა თქმა უნდა, არ ეტაპზე არ ველოდები მის დაწყებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იყოს თუნდაც ერთი და ძალიან მაგარი ბოლო სეზონი. ან შეიძლება იყოს ახალი სერიალი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს…

ამ სერიალის გარეშე ყოფნის ზღვარი პანდემიის პერიოდში გადავლახე, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში აღარ გვქონდა გადაღებები, მაშინ უკვე გავაცნობიერე და შევეგუე, რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა, სერიალი აღარ გაგრძელებულიყო. მსახიობი ასეთ მოცემულობას შეგუებული უნდა იყოს…“

რა შეთავაზება მიიღო ანა ტყებუჩავამ მას შემდეგ, რაც „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება შეჩერდა: „ახლა ძიებისა და ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში ვარ….“

ანა ტყებუჩავა: „ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს… ძალიან ძლიერი მუშაობა მიდის, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ გადარჩეს“

ფოტო/ვიდეო: „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები ერთად შეიკრიბნენ: „მონატრებული შეხვედრა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები