LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანალიტიკოსებმა Y და X თაობის საყვარელი ავტომობილები გამოავლინეს

27

ანალიტიკოსებმა Y თაობის ადამიანების საყვარელი ავტომობილები დაასახელეს. საუბარია იმ ადამინებზე, რომლებიც 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში დაიბადნენ, რომლებსაც ასევე მილენიუმის (millennials) თაობასაც ეძახიან. როგორც Usa Today კვლევით პორტალზე Auto List დაყრდნობით წერს, დღეისათვის 25დან-39 წლამდე ასაკის ამერიკელები პატარა და იაფიან ავტომობილებს ირჩევენ.

გარდა ამისა, ”მილენიალები” ყურადღებას მოწინავე ტექნოლოგიების არსებობასაც აქცევენ და ამჯობინებენ ავტომობილები ხუთ წლიანი პერიოდულობით ცვალონ.

კვლევის ავტორებმა მილენიალები და 40-54 წლის ასაკის ადამიანები გამოკითხეს და საყვარელლი ავტომობილი გამოავლინეს. ყველაზე სასურველი ავტომობილი მათთვის Honda Civic-ია, უფროსი თაობისთვის კი Honda Accord.

Y თაობას პიკაპების სეგმენტში Chevrolet Silverado 1500 მოსწონს, X თაობას კი Ford F-150.

ახალგაზრდებმა ქროსოვერებში საუკეთესოდ Honda CR-V დაასახელეს, ცოტათი უფრო ასაკოვნებმა კი Toyota RAV4.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები