ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამ ეტაპზე უმუშევარია, კრიშტიანუ რონადულსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“მესისა და რონალდუს შორის ყოველთვის მიდის ბრძოლა. ვფიქრობ, წელს პიჩიჩის პრიზს რონალდუ დაეუფლება და ის გახდება ლა ლიგის ბომბარდირი. გასულ სეზონში, როდესაც რეალის მწვრთნელი ვიყავი, მან ყველა ტურნირზე 61 გოლი გაიტანა. წარმოუდგენელი შედეგია” , – განაცხადა ანჩელოტიმ.
როგორც იცით გასულ სეზონში ლა ლიგის ბომბარდირი სწორედ პორტუგალიელი ვარკსვლავი გახდა 48 გოლით. მიმდინარე სეზონში კი მესიმ და რანალდუმ უკვე 2-2 შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გოლი არ გაუტანიათ.