ლილ უეინმა ალბომების სერიის – The Carter მეექვე ნაწილი გამოუშვა. მომავალი დისკის შესახებ ლეგენდარულმა რეპერმა ,,როლინგ სტოუნთან” ისაუბრა, როცა გამოცემის მაისის ნომრის სახე გახდა.
ჰიპ ჰოპ შემსრულებლის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი – The Carter VI, რომლის თანაპროდიუსერი კანიეი უესტია ისეთ არტისტებთან კოლაბორაციებს აერთიანებს, როგორებიც: ანდრეა ბოჩელი, მაილი საირუსი, ნიკი მინაჟი, ბონო, Machine Gun Kelly და სხვები არიან. ერთ-ერთ ტრეკში უეინის ვაჟი, 15 წლის კამერონიც მონაწილეობს.
ცნობისთვის, ლილ უეინმა ალბომების სერიის – The Carter გამოშვება 2004 წლიდან დაიწყო. ალბომების სახელწოდება მისი გვარიდან მომდინარეობს. ლილ უენის ნამდვილი სახელი და გვარი – დუეინ მაიკლ კარტერ ჯუნიორია.