LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი კასიანოვი: მოძმე საქართველომ მიიღო უკრაინის 25 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია, მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების

106
ანდრეი კასიანოვი

„დღეს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანით თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში. ამას ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალ დონეზე, რაც ფაქტობრივად არის სამმხრივი თანამშრომლობა აშშ-ს, საქართველოსა და უკრაინას შორის“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ამერიკულ ჰოსპიტალში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ქართველმა ექიმებმა დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. როგორც კასიანოვმა აღნიშნა, სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი დასრულებისგან შორს არის.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ ჰუმანიტარული დერეფნების ბლოკადის გამო, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილების ნაკადი კვლავ იზრდება.

„მოძმე საქართველომ უკვე მიიღო უკრაინის 25 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოქალაქეების დიდი რაოდენობის მიერ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ქართველმა ექიმებმა, მთავრობისგან რაიმე ინსტრუქციების ლოდინის გარეშე დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, როგორც აქ თბილისში, საქართველოში, ასევე კიევში. უკრაინის ძირითადი პარტნიორი აშშ უპრეცედენტო დახმარებას გვაძლევს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც.

დღეს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანით თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში. ამას ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალ დონეზე, რაც ფაქტობრივად არის სამმხრივი თანამშრომლობა აშშ-ს, საქართველოსა და უკრაინას შორის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისის ამერიკული ჰოსპიტლისთვის განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დახმარება ომის შედეგად დაჭრილი და დაშავებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების უკრაინის მნიშვნელოვანი და სისტემატური მხარდაჭერისთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდში.“ – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჰოსპიტალი პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით (DFC) ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g