მსახიობი ანდრია გველესიანი ჟურნალ „სარკესთან“ (23 ივლისის ნომერი) საუბრობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში ოჯახი – მას მეუღლე და ერთი ვაჟი ჰყავს.
ანდრია გველესიანი:
„როდესაც ზურგს შენი საყვარელი ადამიანები გიმაგრებენ და გყავს შენი ოჯახური გუნდი, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, აკეთო ბევრი რამ შენს პროფესიაში. ჩემი პროფესია ისედაც მოიცავს იმას, რომ იცხოვრო და აკეთო საქმე სხვისთვის, როდესაც ამას შენი ოჯახიც ემატება, ბევრად მეტი მოტივაცია გაქვს.
ვთვლი, რომ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კაცის, ასევე ქალის ცხოვრებაში როდესაც გყავს ცოლი და შვილი, ცხოვრებაში თუნდაც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმის ფუფუნება აღარ გაქვს. ყოველთვის წინ და წინ მიდიხარ, რადგან იცი, რომ შენ უკან ოჯახი დგას, რომელმაც შენით უნდა იამაყოს…“