LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე: „გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს გამბედავი ადამიანები წყვეტენ“

126
ანდრო ჭიჭინაძე

„ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს – ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი“, – ამის შესახებ აქციებზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორ მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დღევანდელი დღე დამოკიდებულია გამბედაობაზე და გამბედავ ადამიანებზე:

ლიკა გუნცაძე: „არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს! ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ჩემ შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ! თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე იზრუნეთ! ჩემთვის პრიორიტეტი ესაა!“

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რომელიც ადამიანების ბედს წყვეტს, ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს.

ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი. ეს ცუდია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში, ადამიანისთვის.

ანდრო ჭიჭინაძის მამა სტრასბურგის სასამართლოზე: „მოლოდინი მაქვს, სამართალი იქ თავის გზას ნახავს – ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი?!“

ანდრო ჭიჭინაძე: „კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ ჰუმანურობაზე ლაპარაკი დაიწყო – როცა ადამიანს შეუძლია, პატიმარ ქალს ცილისწამებით შეეხოს, არაკაცობაა“

როგორც მან საკუთარ სიტყვაში ასევე აღნიშნა, თუ მას ან რომელიმე ბრალდებულს, რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ეს არა ირაკლი კობახიძემ, არამედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, არაფერი ობიექტური არ იქნება და ქვეყანაში სულ არეულობა იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები“. – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ანდრო ჭიჭინაძე: „ერთი მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორე მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან“

ფოტოები: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g