ახალი Galaxy Tab S8 სერიის სამი ტაბლეტის წინასწარი შეკვეთები გასულ კვირას დაიწყო, ახლა კი „სამსუნგი“ აცხადებს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, წინასწარი შეკვეთების მიღებას წყვეტს. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდროიდ ტაბლეტები პოპულარობას იბრუნებს.
ცნობისთვის, „სამსუნგმა“ სამი ახალი ტაბლეტი გასულ კვირას გამოუშვა, ესენია: Tab S8, Tab S8 Plus და Tab S8 Ultra.