გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პირველი ტესტის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN კანცლერის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ დღევანდელი ტესტის შედეგები უარყოფითია. განმეორებითი ტესტი უახლოეს დღეებში ჩატარდება.
ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 22 მარტს, ინფიცირებულთან კოტაქტის შესახებ აცნობეს.
ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება
მერკელი კარანტინის პერიოდს სახლში გაივლის და ამ დროის განმავლობაში მუშაობს დისტანციურად განაგრძობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
