LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანექსიის საკითხის დაძვრა სამართლიანად შეგვიძლია დავუკავშიროთ იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს საქართველო იქცევა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი“ – გიორგი კანდელაკი

112
გიორგი კანდელაკი ფოტო

„საქართველოს მთავრობას არ მოუთხოვია ჩვენი დეოკუპაციის საკითხის მოთხოვნა და თუ დასავლეთის სანქციების დღის წესრიგში არ დგას საქართველოს საკითხი, ეს ხელს უწყობს თუ უშლის რუსეთს, უფრო უადვილებს საქმეს ოკუპანტს თუ უადვილებს, უადვილებს ბუნებრივია რადგან საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას არავინ არ მოითხოვს“ – ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

“ანექსიის საკითხის რეალურად დაძვრა შეგვიძლია სამართლიანად დავუკავშიროთ პირდაპირ იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს საქართველოს მთავრობა იქცევა რუსეთის რბილი სატელიტივით, რომ ევროკავშირის და ამერიკის სანქციებში, რომელიც რუსეთს დააკისრეს საქართველოს მთავრობას არ მოუთხოვია ჩვენი დეოკუპაციის საკითხის მოთხოვნა და თუ დასავლეთის სანქციების დღის წესრიგში არ დგას საქართველოს საკითხი, ეს ხელს უწყობს თუ უშლის რუსეთს, უფრო უადვილებს საქმეს ოკუპანტს თუ უადვილებს, უადვილებს ბუნებრივია რადგან საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას არავინ არ მოითხოვს და როცა “ქართული ოცნების” ვარსკვლავები მაგალითად ქალბატონი წილოსანი ამბობენ, რომ თურმე უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიერ უფრო შეურაცხყოფილები ვართ ვიდრე პუტინის რეჟიმით, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარა ჩვენს ტერიტორიაზე, ამაზე უკეთესი კვინტენსენცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეჯამების ალბათ არ არსებობს.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები