LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი ნდობის მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

72

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Pew-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასეთია – პოლიტიკოსებს შორის მსოფლიშო ყველაზე მეტად ანგელა მერკელს ენდობიან. კვლევის ფარგლებში 25 ქვეყნის მოქალაქე გამოკითხეს. რესპონდენტთან 52%-მა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს შორის მათ ნდობას გერმანიის კანცლერი იმსახურებს. მერკელი მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კვლევის მონაწილეთა მესამედმა გამოხატა.

გამოკითხულთა 45% ხმას ემანუელ მაკრონიიკავებს აძლევს, რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის ჩინეთის ლიდერი სი ძინპინმა დაიკავა.

მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელსაც კვლევის დროს გამოკითხულთა 30%-ი ენდობა, ხოლო 62%-ს მისი არ სჯერა. აღსანიშნავია, რომ რიეტინგში პუტინმა აშშ-ის ლიდერს გადაუსწრო. როგორც აღმოჩნდა აშშ-ის ლიდერის მიმართ ნდობა რესპოდენტთა 70%-ს არ აქვს.

გამოკითხულთა 70%-მა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ჩინეთის გავლენა ბოლო პერიდოში გაზრდილია. რესპოდენტთა ნაწილი რუსეთის გაძლიერებაზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას ურჩევნია, რომ მსოფლიოში ლიდერობა აშშ-მა შეინარჩუნოს.

საერთო ჯამში რეიტინგის ავტორები აცხადებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ის მიმართ ნდობა შემცირდა.

რესპონდენტებმა უარყოფითად დაახასიათეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. გამოკითხვის მონაწილეთა თქმით, ვაშინგტონი სულ უფრო ნაკლებად ცდილობს, გლობალური პრობლემების გადაჭრას. ყველაზე მეტად აშშ-ის პოლიტიკით იმედგაცურებულები ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნებში არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g