ტრაგედია დატრიალდა ოკუპირებული გალის რაიონში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაში გალის 1-ელი საჯარო სკოლის X კლასელი გოგონა, ელენე ჭოლარია და მისი ბიძა, ზაზა გეგეჭჯორი დაიხრჩო.
ადგილობრივების ცნობით, „მამაკაცი ზღვაში გოგონას დასახმარებლად შევიდა, თუმცა როდესაც ის გარდაცვლილი ნახა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა“.
სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის წერილი ვრცელდება.
„ფეისბუკში“ ასი შამუგია წერს, რომ ორი უმძიმესი ტრაგედია ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა გუშინ აფხაზეთში, გაგიდაში.
„ორი უმძიმესი ტრაგედია ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა გუშინ აფხაზეთში, გაგიდაში – ზღვაზე. ელენე ჭოლარია, ანგელოზი, მეათეკლასელი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში და ზაზა გეგეჭკორი დიდი ოჯახის პატრონი ახალგაზრდა კაციც დავკარგეთ ნაადრევად!
თანავუგრძნობთ ყველას! გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახებს, სამეზობლოებს, მთლიანად გალის რაიონს! მაია შამუგია გამაგრდით! ძალიან ძნელია 15 წლის შვილიშვილის დაკარგვა უდროოდ. დაე, უფალმა დაგათმენინოთ.
ამ დროს ნებისმიერი სიტყვა უძლურია. გული ტირის. ელენე ჭოლარია ორმაგად გვტკივა, რადგან ნახევრად ზემო ბარღებელი იყო.
დაე, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.
გთხოვთ, მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ ზღვასთან, მდინარესთან… გავუფრთხილდეთ ერთი მეორეს!“ – წერს სოციალურ ქსელში ასი შამუგია.
ორი უმძიმესი ტრაგედია ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა გუშინ აფხაზეთში, გაგიდაში – ზღვაზე.😪💔 ელენე ჭოლარია, ანგელოზი,…
Posted by ასი შამუგია on კვირა, 03 აგვისტო, 2025
