2 წლის ანიტა ფაცაციას მდგომარეობის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელმა, მარიკა ხუციშვილმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
“40 ღამე გავიდა და ჩვეული ერთიანობაა სიკეთის ჯგუფში!
? ანიტა პალატაში გადაიყვანეს სადაც მის დედიკოს და მამიკოს მუდმივად შეუძლიათ ყოფნა.
როგორც იცით მიმდინარეობს გამოკვლევები და მსჯელობა, თუ რა გზით გაგრძელდება ანიტას გულის მკურნალობა.
ინდოელი ექიმები ტრანსპლანტაციას ყველაზე ბოლო ვარიანტად განიხილავენ. მათი თქმით, თავდაპირველად უნდა მოხდეს თერაპიული კურსის ჩატარება რის შემდეგაც გადაწყდება ჩადგება თუ არა აპარატი ანიტას გულში.
ბედნიერების ეს შოკი მარტომ გადავიტანე ქუჩაში – ანიტას ბებია უახლესი ინფორმაციით ინდოეთიდან
ე.წ ხელოვნური გულის ჩადგმის შემთხვევაში მოხდება დაკვირვება პაციენტზე და თუ ამ აპარატის მეშვეობით გულმა შეძლო ძირითადი ფუნქციების აღდგენა, 6 თვეში ერთხლ მოხდება ანიტას მდგომარეობის კონტროლი და აპარატის ეფექტურობის შემოწმება.
არ არის გამორიცხული ანიტასთვის გულის გადანერგვა გადაწყდეს, თუმცა რადგანაც ყველა გადანერგილი გული “ლიმიტირებულია” რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის მერე საჭირო ხდება ორგანოს თავიდან გადანერგვა, ამიტომ ექიმების განმარტებით უმჯობესია თავდაპირველად მოისინჯოს ყველა მეთოდი იმისათვის, რომ ტრანსპლანტაცია ანიტას ზრდასრულ ასაკამდე არ დასჭირდეს. – საუკეთესო შემთხვევაში კი გადანერგვის საჭიროება საერთოდ არ დადგეს.
ეს ყველაფერი, ჯერ-ჯერობით მსჯელობის საგანია, დასრულებული სამოქმედო გეგმა მხოლოდ ბავშვის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დაისახება.
ერთად მივიწევთ გამარჯვებისკენ!”- წერს მარიკა ხუციშვილი.