LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: ჩემი მთავარი და ერთადერთი სურვილი ამ ახალ წელს იქნება, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი, ვინც ამ 30-დღიანი პროტესტის დროს სასტიკად აწამეს და შემდგომ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს და ახალი წლის ღამეს შეხვდეს საკუთარ ოჯახებში

183
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილის მთავარი სურვილი აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

ამის შესახებ მეცო სოპრანომ „შუადღე live“-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ახალი წელი ერთობის წელი იქნება.

„ამ ახალ წელს, 2025 წელს ვისურვებდი, პირველ რიგში, რომ ჩვენმა ქვეყანამ იპოვოს ის სიმშვიდე და ის თავისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი ვეძებთ მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში.

ჩემი მთავარი და ერთადერთი სურვილი ამ ახალ წელს იქნება, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი, ვინც ამ 30-დღიანი პროტესტის დროს სასტიკად იქნა ნაწამები და შემდგომ უკვე დაპატიმრებული, წაუყენეს უკანონო სასჯელები, გათავისუფლდეს და ახალი წლის ღამეს შეხვდეს საკუთარ ოჯახებში.

ეს ახალი წელი იქნება ერთობის, რომელიც ჩვენს ხალხს დიდი ხანია არ ჰქონია, იმ იმედით, რომ არ დაგვარბევენ, ძალიან ლამაზი ახალი წელი იქნება, იმიტომ რომ ვიქნებით ერთად,“ – აღნიშნა ანიტა რაჭველიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g