დაშორების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მუდმივად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ურთიერთობა ექნებათ, ისინი უპირველეს ყოვლისა მშობლები არიან. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე ცნობილი ხდება, რომ ყოფილი მეუღლეები შობას ერთად შეხვდებიან.
ინსაიდერების თქმით, პიტი გახარებულია ამ გადაწყვეტილებით, რადგან შარშანდელ დღესასწაულს, შვილებთან ერთად, ის ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს გასული წლის სექტემბერში დაშორდნენ, თუმცა ამ დრომდე ისინი ბავშვების მეურვეობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.