LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ „ოსკარების“ ცერემონიისთვის თავისი პირველი კაბა შექმნა – რა იქცა ვარსკვლავის შთაგონების წყაროდ

206
page

ანჯელინა ჯოლიმ ოსკარების 96-ე დაჯილდოების ცერემონიის წითელი ხალიჩისთვის თავისი პირველი კაბა შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ იქცა მწერალი, ზულეიკა ჟაუადი. ქალი, რომელმაც ლეიკემია ორჯერ დაამარცხა, მას ეკუთვნის გახმაურებული სტატია The New York Times-ში, „შეწყვეტილი ცხოვრება“.

რაც შეეხება ჯოლის პირველ ქმნილებას, ეს გახლავთ ატლასის გრძელი კაბა, რომელსაც ქვედაბოლოზე მუსიკოსების პრინტი აქვს დატანილი.

შეგახსენებთ, ანჯელინამ გასულ წელს Atelier Jolie შექმნა.

„მე რაღაც ახალს ვიწყებ. ეს იქნება კოლექტივი, სადაც თითოეულს შეეძლება შექმნა. ადგილი, სადაც ადამიანები გამოცდილ კადრებთან და დიზაინერებთან ერთად უამრავ რაღაცებს შეძლებენ“, –  განაცხადა ჯოლიმ.

„ატელიე ჯოლი“ – ანჯელინა ჯოლი მოდის ბიზნესში შემოიჭრა

„არავის ვხვდები!“ – ანჯელინა ჯოლის საოცარი ფოტოსესია და ინტერვიუ, სადაც მსახიობი აცხადებს, რომ კინოკარიერის მიტოვება და კამბოჯაში გადასახლება სურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები