ჯოლი-პიტის დაშორება 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი საქმე იყო, თუმცა ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინებისგან განსხვავებით, ჰოლივუდის ვარსკვლავები ცდილობენ, ნაკლებად გამოხატონ რომელიმე მათგანის თანადგომა.
რამდენიმე კვირის წინ, ჯოლი და პიტი ერთობლივად შეთანხმდნენ, განქორწინების დეტალები ბავშვების ინეტერსებიდან გამომდინარე გაასაიდუმლონ. „მშობლები ამ პროცესში ერთი და იგივე ფრონტზე იბრძვიან“, – წერია ჯოლი-პიტის განცხადებაში.