LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის საიდუმლო რომანი დასრულდა – მსახიობი დეპრესიაშია

54

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მალევე, პრესაში დაიწერა, რომ ენჯის უცნობ მამაკაცთან რომანი აქვს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრია და რომელიც ენჯიმ ჯერ კიდევ ბრედთან ქორწინების დროს გაიცნო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი არაფერია ცნობილი, დასავლური მედია წერს, რომ მსახიობისა და მისი ახალი რჩეულის რომანი უკვე დასრულდა. მიზეზად სახელდება მანძილი, რომელმაც ურთიერთობას ვერ გაუძლო.

ინსაიდერის თქმით, ჯოლი ელოდა, რომ ახალ რჩეულთან და ბავშვებთან ერთად ყველაფერს თავიდან დაიწყებდა, თუმცა ამჟამად მსახიობი დეპრესიაშია და ის საზოგადოებრივი თავშეყრიოს ადგილებში გამოჩენასაც სწორედ ამ მიზეზით ერიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები