LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა სელინ დიონის შესახებ ფილმს გადაიღებს

78

ანჯელინა ჯოლის რეჟისორის ამპლუა ძალიან მოსწონს. ბოლო წლების მანძილზე მან უკვე სამი ფილმი გადაიღო.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ანჯელინა ამჯერად სელინ დიონისა და მისი ქმრის სიყვარულის შესახებ გეგმავს ფილმის გადაღებას. ჯოლი უახლოეს პერიოდში დიონთან შეხვედრას და ფილმის კონცეფციის განხილვას აპირებს და  იმედოვნებს, რომ მომღერალი ფილმის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

„ენჯი უზომოდ არის მოხიბლული სელინ დიონის ცხოვრებითა და სიყვარულის ისტორიით,“ – ამბობს ტაბლოიდების ინფორმატორი.

როდესაც მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი გაიცნეს, სელინი 12 წლის იყო, რენე ანჯელილი კი – 38-ის. რამდენიმე წლის წინ ანჯელილი დიონის პროდიუსერი იყო, წლების შემდეგ კი, როდესაც გოგონა 19-ის იყო, რენე კი – 45 წლის,  შეხვედრა დაიწყეს.

1991 წელს წყვილმა ნიშნობის შესახებ განუცხადა მედიას, სამი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ.

რენე ანჯელილი 2015 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები