LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე გახდეს“

208
Untitled design

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე გახდეს“. როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, „ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ და აგენტად აცხადებდნენ, დღეს კი მათი ლიდერი არის“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და „ქართული ოცნება“ იზრუნებს იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს.

„რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს – არ გაგიკვირდეს მეგობრებო, ეს ადამიანები მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ორი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს და ვერ გაურკვევიათ, რომელი რას ხელმძღვანელობს. რეალური ბელადი არის საპატიმროში. მიშა მაგარი აღარ არის და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს და კიდევ უფრო გამოაჩინოს სახე, თუმცა იმაზე მეტად სახეს ვეღარ გამოაჩენენ, რაც მათ გააკეთეს უკვე. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს. იქაც ფორმალური თავმჯდომარე,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g