რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსების შემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას.
საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან.
“ქართული ოცნების” გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!”,- წერს ოხანაშვილი.
