LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს რომ გააჩერონ, პირველივე წელს მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება” – თენგიზ შერგელაშვილი

135
თენგიზ შერგელაშვილი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება. მისი განცხადებით, კანონის დამტკიცება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი რასაც სახელმწიფო იღებს (NGO-ების წილი გრანტებში მიზერულია) რომ გააჩერონ (რაც სულაც აღარ გამოიყურება არარეალისტურად) პირველივე წელს მშპ -ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება. ამაში არ შედის უცხოური კერძო ინვესტიციების ბუნებრივად შემცირების ეფექტი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე თენგიზ შერგელაშვილი.

ამავე თემაზე:

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

“მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის… შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება – ტრენერთა ასოციაცია

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ