“ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეების ნაწილი კვლავ ახვლედიანის ქუჩაზე, “თბილისი პრაიდის” ოფისთან მივიდა.
აქციის მონაწილეები ოფისში შეჭრას აივნებიდან ცდილობდა.
აქტივისტები აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ.
როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ტვ პირველის” ჟურნალისტებს და მათ ანტიქრისტეები უწოდეს.
მარშის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ “ყველა ჟურნალისტი ერთნაირი ლიბერალია”.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც ჟურნალისტების დაცვას ცდილობს.