LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პრაიდი გაიმართება, უარესი მოხდება, შესაძლოა იყოს მსხვერპლიც: გურამ ფალავანდიშვილი ჟურნალისტებზე ძალადობას პასუხობს

106
fortuna.ge (68)

„თუ პრაიდი გაიმართება, უარესი მოხდება, ამ პროცესში ერთ-ერთი პასუხიმგებელი პირველი პირები საელჩოები არიან, შემდეგ ჟურნალისტები, შემდგომ მთავრობა,“ – ამის შესახებ თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა „ფორტუნასთან“ განაცხადა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

ფალავანდიშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს მორიგ დაპირისპირებას და შედეგად მსხვერპლსაც.

“ჟურნალისტები იწვევენ დაუფარავ აგრესიას ჩვენს შვილებზე, მათ გარყვნაზე, უჭერენ მხარს პედოფილიას, პედერასტიას, ნარკომანიას და ქართველ ხალხს აქვს დიდი აგრესია. მე არ მივესალმები ძალდობას, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ძალადობას კვლავ ჰქონდეს ადგილი, რადგან ჟურნალისტები პირდაპირ იწვევთ აგრესიას.“

მისივე სიტყვებით, „ჟურნალისტები გაუთავებლად არიან მტრის მხარეს, შვილებს გვირყვნიან, ხალხი გამწარებულია.“

ფალავანდიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება მარშის ლოკაციის ცვლილების შესახებ კარგია, მაგრამ თუ მსვლელობა მაინც გაიმართება, არ გამორიცხავს პროცესებს მოჰყვეს მსხვერპლიც.

„კარგია, რომ ამ პრაიდს ლოკაციაზე მთავრობამ უარი უთხრა, მაგრამ ალტერნატიული ლოკაციის შეთავაზება და მათი მარშით გავლა ჩვენთვის არაფერს ცვლის. თუ მაინც გაიმართება მარში და პოლიცია დაიწყებს ხალხზე ძალადობას, იმისათვის რომ ამათმა გაიარონ, მაშინ შესაძლოა იყოს მსხვერპლიც, რადგან პოლიციამ და ხალხმა შესაძლოა გადათელოს ერთმანეთი.  მსხვერპლი არავის  გვინდა, რადგან ამას შესაძლოა მოჰყვეს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები.“ – განუცხადა გურამ ფალავანდიშვილმა „ფორტუნას“ ჟურნალისტს პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე.

“ანტიქრისტეები ხართ” – “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს მიმართავენ

mazda magti 5g