LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი, საქართველოში სრულიად აუხსნელი რამ ხდება: თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე

287
ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს ეხმიანება და აცხადებს, ქვეყანაში სიკვდილიანობის დიდი ალბათობაა, ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი კი 4000-დან 6000-მდე მერყეობს, რაც არსებული ანტივაქსერული განწყობების გათვალისწინებითაც კი აუხსნელია.

დაინფიცირდა 5076, გარდაიცვალა 44 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

„ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება მიჭირს, საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ. ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. სიკვდილიანობის დიდი ალბათობაა და შეიძლება გადავაჭარბოთ მეოთხე ტალღას. ვაქცინაციის აქტივობა კი 4000-დან 6000-მდე მერყეობს. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამე საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი“, – აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, 16 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 906 882 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 009 387 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35,5 %, სრულად ვაქცინირებულია 897 299 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31,4%. 15 ოქტომბერს მხოლოდ 6 673 ადამიანი აიცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები