LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით“ და დაჯავშნილი შუშით“ – გოცირიძე პრემიერს

155
რომან გოცირიძე, ირაკლი კობახიძე

„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით, ვინაიდან, საფრთხე ემუქრება მას“- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

პრემიერი: ჩვენი გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია

მისივე თქმით, პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია, რომ „შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერები დაზიანდნენ“, ოპოზიციისადმი პირდაპირი მუქარაა.

გოცირიძის განცხადებით, უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან გვესმის.

„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით, ვინაიდან, საფრთხე ემუქრება მას. კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა. რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, „გლობალური ომის პარტია“, ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით“ და დაჯავშნილი შუშით და შემდეგ დააქვს პერსონალური უნიტაზი. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკური. მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაბრალდება “გლობალური ომის პარტიას“. გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციის, ვინაიდან უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც ჩვენ „ქართული ოცნების მხრიდან გვესმის“ – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას – პრემიერის თქმით, „პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები“:

„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.“

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს – არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g