ანუკი არეშიძის რეალური შოუ, რომელსაც დიზაინერი გარკვეული პერიოდულობით „იუთუბის“ საკუთარ არხზე გვთავაზობს, ამჯერად მისი ატელიეში საქმიანობაზეა ორიენტირებული და გვაჩვენებს, როგორ მუშაობს კოლექციის სხვადასხვა ნამუშევარზე, სამოსსა თუ აქსესუარებზე დიზაინერი. რეალური შოუს ერთ-ერთი მთავარი „გმირია“ 2022-23 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შავი გრძელი კაბა, რომელზე მუშაობის პროცესსაც ანუკი ახალ ეპიზოდში გვაჩვენებს. „ეს ვარ მე და სწორედ არის გადმოცემული ჩემი შინაგანი განწყობა და სამყარო…“, აღნიშნავს ანუკი ლუქბუქის დათვალიერებისას, სადაც მისი ახალი კოლექციის ნიმუშებია წარმოდგენილი. როგორც დიზაინერი ამბობს, ამ ეპიზოდში მაყურებელს წარუდგინა ის ადგილი, სადაც თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტს ატარებს.