LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების კლინიკებში ჩაწყობით გადაყვანაზე საუბრობს

161

კლინიკა გულის დამფუძნებელი ანზორ მელია სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების კლინიკებში ჩაწყობით გადაყვანის შესახებ საუბრობს.

მელიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ულიცენზიოდ მომუშავე კლინიკაში გაცილებით მეტი პაციენტი მიყავს სასწრაფო დახმარებას, ვიდრე სხვა ლიცენზირებულ კლინიკებში.

ამის შესახებ განცხადება ანზორ მელიამ გადაცემა ბიზნეს-კურიერში გააკეთა და ხელისუფლებას რეაგირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა:

შეიძლება ერთ საავადმყოფოში, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ, დღეში 80 პაციენტი მიჰყავდეთ და ძველ კლინიკებს, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, ავადმყოფები არ მიყავდეთ. მითუმეტეს, რომ ეს საავადმყოფოები გვერდიგვერდ არის და ფასებიც გაცილებით უფრო დაბალია, რადგან ჩვენ კერძო სადაზღვეოსთან რაც ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს, ზუსტად იმას გვიხდის სახელმწიფოც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g