LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული” – ლევან კობერიძე

167
36339988-559711971091234-6960097492188790784-n

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის თქმით, წერილი, რომელიც აშშ კონგრესის წევრებმა გამოაგზავნეს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურებები ცინიკურია. მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, „ღლიცინით” პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს.

„გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს ირონიით პასუხობს. აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, ამ წერილის შემდეგ. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება – იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, გამოდიან და ღლიცინით პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება. ძალიან მალე თვალებჩაპაჭუნებულები დარჩებიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ის წერილები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან იღებს საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოს მეგობრების წერილები. ასე უნდა მიუდგეს ხელისუფლება. ეს არ უნდა იყოს არც ოპოზიციის მხრიდან საფრიალებელი დოკუმენტი, რომ „აი, ხელისუფლებას ყური ავუწიეთ” და მეორე მხრივ, არც ხელისუფლება არ უნდა ისხლიტავდეს და ცინიკურ პასუხებს არ უნდა სცემდეს ამ წერილს. პოლიტიკური სპექტრი უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გავიაზროთ და პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ, რაც გვეკუთვნის”, – აცხადებს კობერიძე.

კრიტიკა დასავლეთიდან: 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა

დეპუტატის თქმით, სჯობია, რომ ხელისუფლებამ, ცინიკური განცხადებების ნაცვლად, გაითვალისწინოს  რჩევები. კობერიძე მოუწოდებს მთავრობას დაჯდეს ოპოზიციასთან ერთად, გაუნაწილოს მას პასუხისმგებლობა,  რომ ერთად გადაწყდეს ქვეყნისთვიოს მთავარი საკითხები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g