LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს სუფთა ჰაერის პოვნაში დაეხმარება

46

ესპანელებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს სუფთა ჰაერის პოვნაში დაეხმარება. საინტერესო იდეის ავტორი სტარტაპი Grupo 5 Smart გახდა და მათი გამოგონება მოგზაურებს იმ ადგილებს აღმოაჩენინებს, სადაც გარემოს დაბინძურება ყველაზე დაბალია.

აპლიკაცია მონაცემებს სხვადასხვა მეტეოსადგურებიდან აგროვებს და მაჩვენებელი რუკაზე გადააქვს. მისი დახმარებით კი ტურისტებს ყველაზე ეკოლოგიური მარშრუტების შედგენა შეეძლებათ. უჩვეულო აპლიკაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრემიის მფლობელი გახდა.

ესპანელების იდეა ევროკავშირშიც ძალიან მოეწონათ და აპლიკაციის გავრცობას სხვა ქვეყნებშიც გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები