LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის ახალი უპილოტო ავტომობილი ვიდეოზე გადაიღეს (ვიდეო)

35

უპილოტო ავტომობილების შემუშავების სტარტაპის Voyage-ის თანადამფუძნებელი, მაკალისტერ ჰიგინსი ტვიტერში აქვეყნებს რგოლს, სადაც ნაჩვენებია Apple-ის სატესტო ავტომობილი, რომელიც ავტომონომიური მართვის სისტემით არის აღჭურვილი. პროექტის სახელწოდება Titan გახლავთ.

ავტონომიურობაზე პასუხისმგებელი ბლოკი Lexus RX-ის სახურავზე დაამონტაჟეს. ჰიგინსის განცხადებით, კონსტრუქციაში ინტეგრირებულია 12 რადარი – ექვსი წინ და 6 უკან.

2017 წლის გაზაფხულზე წინა სატესტო პროტოტიპის ფოტოები გაჩნდა. ისიც Lexus RX-ია, თუმცა ავტონომიური მართვის ბლოკის სხვა კონსტრუქციით.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple საკუთარ უპილოტო ავტომობილზე მუშაობს, 2015 წელს გაჩნდა. თუმცა, 2016 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ საკუთარ ავტომობილზე უარი თქვა და პროექტ Titan-ის 17 ყოფილი თანამშრომელი სამუშაოდ სტარტაპ Zoox-ში გადავიდა, რომელიც ასევე უპილოტო მოდელებზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები