LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი TikTok-ის ხუმრობის გამო სამსახურიდან გაუშვეს

44
apple

Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი tik-tok-ის ვიდეოში ცუდი ხუმრობის გამო სამსახურიდან გაუშვეს. საუბარია ტონი ბლევინსზე, რომელსაც მოლაპარაკებების მკაცრი სტილის გამო ზედმეტსახელად Blevinator დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

ვიდეო სოციალურ ქსელში 5 სექტემბერს გამოჩნდა. ბლევინს მიმართა ერთ-ერთმა ბლოგერმა, რომელიც ძვირადღირებულ ავტომობილებზე იღებს ვიდეოებს და მათ მფლობელებს პროფესიის შესახებ ეკითხება. ტოპ-მენეჯერი Mercedes-Benz SLR McLaren-ის დაპარკინგების დროს გადაიღეს, ეს ავტომობილი ასი ათასობით დოლარი ღირს. კითხვაზე თუ რა იყო მისი შემოსავლის წყარო ტონიმ უპასუხა: „მე ლუქს მანქანები მაქვს, ვთამაშობ გოლფს და დიდ მკერდიან ლამაზმანებს ვეფერები.“

ვიდეო ვირუსული გახდა და 1,3 მილიონი ნახვა დააგროვა. ამის შემდეგ Apple-ის ხელმძღვანელობამ გამოძიება დაიწყო და ვიცე-პრეზიდენტს სამსახურიც დაატოვებინა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბლევინსის ფრაზა 1981 წელს გადაღებული ფილმი „არტური“-დანაა, რომლის მთავარი გმირიც თავს – „მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ალკოჰოლიკს უწოდებს.“

ტოპ-მენეჯერმა Apple-ში მუშაობა 2000 წლიდან, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირადი მიწვევით დაიწყო. Bloomberg-ის აზრით, ტონი კომპანიაში ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა და მისი წასვლა კორპორაციის სტრატეგიულ მიმართულებებზე ძალიან ცუდად აისახება. მისი მასშტაბის პრეზიდენტის პოვნაც ძალიან რთული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები