უახლეს ტექნოლოგიებს, „ჭკვიან საათებსა“ და ფიტნეს ტრეკერებს ადამიანთა ჯანმრთელობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლიათ შეიტანონ. აი, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ შექმნეს საათი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენამდე დაადგენს, გაქვთ თუ არა Covid-19. ასევე გამოიგონეს სამაჯური, რომელიც თქვენს ხელმძღვანელს შეატყობინებს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, ანუ ის ადამიანის განწყობას გამოავლენს.
მედიცინა და ტექნოლოგია ფეხდაფეხ წინ მიიწევს. ამჯერად Apple-მა და Samsung-მა შექმნეს საათები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს განსაზღვრავენ. ამას ახალი მოწყობილობა ოპტიკური სენსორის დახმარებით შეძლებს.
ცნობისთვის, Samsung Galaxy Watch 4-ისა და Apple Watch Series 7-ის გამოსვლა 2021 წლისთვის იგეგმება.