Apple-მა iOS 14.5 და watchOS 7.4 გამოუშვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ iOS 14.5 თქვენი სმარტფონის ელემენტის ანალიზს მოახდენს, ამას რამდენიმე კვირაც შეიძლება დასჭირდეს, თუმცა, საბოლოოდ თქვენ უფრო ზუსტად შეძლებთ გაიგოთ რა მდგომარეობაშია თქვენივე სმარტფონის ელემენტი. ცნობისთვის, ეს ფუნქცია მხოლოდ iPhone 11 და 12 სერიაზე იმუშავეს.
ასევე მთავარი სიახლე რაც ახალ iOS-ში და watchOS-ში გამოჩნდა ისაა, რომ სმარტფონის Apple Watch-ით განბლოკვაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც თქვენ პირბადე გიკეთიათ და Face ID არ მუშაობს. ახალ ფუნქციას Unlock with Apple Watch ჰქვია.