ალკოტესტერზე Apple-ში პირველად გასული წლის თებერვალში ალაპარაკდნენ. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ IT-გიგანტი მუშაობდა ახალ ფუნქციაზე, რომელიც ყველა ავტომობილში იქნება ჩანერგილი. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ინტერფეისი Car Key დააპატენტა. როგორც ჩანს, სისტემა ასე იმუშავებს: ძრავის ამუშავებამდე აპლიკაცია მძღოლს შემოწმების გავლას მოსთხოვს, უფრო ზუსტად კი ბიომეტრიკულ იდენტიფიკაციას და სისხლში ალკოჰოლის შემცველობას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარია ალკო-გასაღებზე, რომელიც ძრავს ამუშავების საშუალებას არ მისცემს, სანამ მძღოლს სიფხიზლეზე არ შეამოწმებს. ეს შესაძლოა ძალიან ეფექტური გზა აღმოჩნდეს, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან, რაც აშშ-ში ძალიან აქტუალური პრობლემაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნასვამი მძღოლის გამო ყოველ საათში მინიმუმ ერთი ადამიანი იღუპება.