LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ეპშტეინი არაფერ შუაშია!“ – ბილ გეითსმა საჯაროდ აღიარა, რომ მეუღლეს ორ რუს ქალთან ღალატობდა

145
page

კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეითსმა საჯაროდ აღიარა, რომ ყოფილ მეუღლეს, მელინდას ქორწინებაში ყოფნის დროს ღალატობდა და სხვა ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობებში იმყოფებოდა.

ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომელიც იუწყება, რომ განცხადება გეითსმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ბილმა ასევე ბოდიში მოიხადა ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობის გამო და დაადასტურა, რომ მას მართლაც ჰქონდა რომანი ორ რუს ქალთან. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი „ბრიჯის“ მოთამაშე იყო, რომელსაც ტურნირზე შეხვდა, ხოლო მეორე, ბირთვული ფიზიკოსი, რომელიც სამუშაო პროცესში გაიცნო. მილიარდერმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ქალები ეპშტეინის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულნი არ ყოფილან.

გეითსმა დაადასტურა, რომ ეპშტეინთან ურთიერთობა 2011-2014 წლებში ჰქონდა, იმ პერიოდში, როცა ფინანსისტი უკვე ნასამართლევი იყო არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვისთვის. თუმცა, მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ მასთან კავშირი გაწყვიტა და ზარებს აღარ პასუხობდა.

„არ ჩამიდენია არაფერი უკანონო და არც რაიმე უკანონო მინახავს“, – განაცხადა 70 წლის მილიარდერმა და ეპშტეინთან მეგობრობას „უზარმაზარი შეცდომა“ უწოდა. მისი თქმით, იგი არასოდეს ყოფილა ეპშტეინის კუთვნილ ცნობილ კუნძულზე და არც მის მსხვერპლებს შეხვედრია.

ადრე გამოქვეყნებულ მასალებში, რომლებიც ეპშტეინის საქმეს ეხება, ფიგურირებდა წერილები, სადაც ფინანსისტი ამტკიცებდა, თითქოს გეითსი „რუს გოგონებთან“ სქესობრივი კავშირის შედეგად, ვენერიული დაავადებით დაინფიცირდა.

ცნობისთვის, ბილ გეიტსი და მელინდა ფრენჩი 2021 წელს, 27-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მელინდამ ირიბად დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის ეპშტეინთან კავშირი მათ ურთიერთობაში სერიოზულ კრიზისს იწვევდა.

სტივენ ჰოკინგი ეპშტეინის ფაილებში აღმოაჩინეს – ვრცელდება ფოტოები

ბილ გეითსი შეყვარებულია – 67 წლის მილიარდერი 62 წლის ქვრივს ხვდება

ეპშტეინის ფაილებში აღმოჩენილი ცნობილი მოდელების სახელები და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მისთვის მიუწვდომლად დარჩა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები