ნიკოლ კიდმანი კვლავ ყურადღების ცენტრშია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მსახიობი და მისი ავსტრალიელი კოლეგა, საიმონ ბეიკერი ერთმანეთთან დაახლოვდნენ.
ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი 3 მარტს ნიუ-იორკში, სერიალის Scarpetta-ს პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები შენიშნეს. მოგვიანებით კი, როგორც მედია წერს, წყვილმა „აფთერფართიზეც“ შესანიშნავი დრო გაატარა.
„ნიკოლისა და საიმონის ქიმია ეკრანზეც აშკარაა და რეალურ ცხოვრებაშიც ნათლად იგრძნობა“, – აცხადებს ინსაიდერი.
ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანს მიმდინარე წელს, 19 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა.
