LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ უძველესი და თანამედროვე სრულყოფილ ჰარმონიაში თანაარსებობენ” – ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა

46
ბათუმი

ბათუმი: ევროპის წამყვანი განვითარებადი ტურისტული ადგილი? – ამ სათაურით სიუჟეტს Euronews აქვეყნებს. გამოცემა ბათუმის მიმზიდველი ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბუნების შესახებ წერს.

„ბათუმი, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის დედაქალაქი არის ქალაქი, რომელმაც ბოლო წლებში წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა, ყველაფერი ტურიზმს მოარგო და ევროპის ერთ-ერთ განვითარებად მიმართულებად იქცა.

აქ უძველესი და თანამედროვე სრულყოფილ ჰარმონიაში თანაარსებობენ. ძველი ქალაქის ქუჩები და მოედნები, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ მისი ისტორია, რაც კონტრასტულად ერწყმის ზღვის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარ, მდიდრულ ცათამბჯენებს” – წერს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოცემა.

Euronews-ის ჟურნალისტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტია, ბათუმი გახდეს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილი.

„ჩვენი უპირველესი მიზანია კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ასევე ის, რომ გავხადოთ ბათუმი ერთ-ერთი პოპულარული და განვითარებადი ევროპის დასასვენებელი ადგილი“, – აღნიშნა რიჟვაძეს უცხოურ გამოცემასთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები