„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელიც კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა მკურნალობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც თანდაშვილი წერს, საავადმყოფოში მომუშავე ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ. მისივე თქმით, გამოჯანმრთელების შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიკეთებს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.
„დღეს რა დღეა, რა თარიღია არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა. პროცედურიდან პროცედურამდე. პატარა ექთანი გოგოები და ბიჭები თვალებში გვიყურებენ, თვალი არ მოუხუჭავთ, ერთხელ არ დაეზარათ არაფერი.
ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე მიდი!
აქ მართლა შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!
გაგიკეთებენ ჰანიბალ ლექტორის მასკას და უნდა გაძლო!
რეანიმაციაში ვარ და ვიცი რომ აქ არ დავრჩები, გამოვძვრები და პირველივე შესაძლებლობაზე ავიცრები!
იმდენი ადამიანი მწერთ სირცხვილია ყურების ჩამოყრა!
აიცერით რა“, – წერს თამუნა თანდაშვილი.
